„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ცენტრალური და ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვა, - ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივსა და ჰაიფაში მდებარე სადაზვერვო და სამხედრო-საზღვაო ბაზები იყო.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.