მედია: სუდანში სატვირთო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოაგდეს, რომელშიც რუსები იმყოფებოდნენ

22.10.24 10:29
მედია: სუდანში სატვირთო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოაგდეს, რომელშიც რუსები იმყოფებოდნენ

სუდანში სატვირთო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოაგდეს. ადგილობრივი არხების ინფორმაციით, თვითმფრინავში რუსები იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ არის მსხვერპლი. 

Sudan War Monitor რომელიც ქვეყანაში სამხედრო ოპერაციების შესახებ ანგარიშებს აქვეყნებს, ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი გასამხედროებული ორგანიზაციის სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) მებრძოლებმა შეცდომით ჩამოაგდეს, რადგან ტვირთი, რომელიც ბორტზე იყო, სავარაუდოდ,  თავად RSF-სთვის იყო განკუთვნილი.

სუდანში რუსეთის საელჩო ჯერ არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას.