ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

22.10.24 13:48
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავიდა. 

გამოცემის ინფორმაციით, ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში იორდანიასა და კატარშიც ჩავა. ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

ვიზიტის მიზანი ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის გარდაცვალების შემდეგ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებისა და ანკლავის მომავლის საკითხის განხილვაა.