ჯანეტ იელენის თქმით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს

22.10.24 22:46
ჯანეტ იელენის თქმით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანის განცხადებით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ, ძლიერ, სანქციებს დააწესებს, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის ომის ძალისხმევის შეზღუდვა იქნება.

ამის შესახებ ჯანეტ იელენმა საერთაშორისო მონეტარული ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაზე ისაუბრა.

იელენის თქმით, სანქციები დაუწესდებათ, მათ შორის, "მესამე ქვეყნებში მოქმედი შუამავლების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო საჭიროებებისთვის კრიტიკულ რესურსებს აწვდიან".

ამასთან, იელენის თქმით, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი "დაუღალავად მუშაობს გაყინული რუსული სუვერენული აქტივების ეკონომიკური ღირებულებების განბლოკვაზე და ამ აქტივების გამოყენებით უკრაინის დახმარებაზე".