კიევზე რუსული დრონებით მორიგი თავდასხმა იყო
კიევზე რუსული დრონებით მორიგი თავდასხმა იყო - თავდასხმის გამო 24 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ უკრაინის დედაქალაქში სამჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომელიც საერთო ჯამში, თითქმის ექვს საათს გაგრძელდა.
საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის გარშემო ათამდე უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს. ადმინისტრაციას არ მიუღია ინფორმაცია დაშავებულების, ან ნგრევის შესახებ.
უკრაინული დრონებით მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში კურსკის ოლქში გაანადგურეს ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო შავი ზღვის აკვატორიის თავზე - სამი.