უკრაინული არასამთავრობოები ანტონიუ გუტერეშის რუსეთში ვიზიტს გმობენ და ჰააგის სასამართლოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ

25.10.24 00:11
უკრაინული არასამთავრობოები ანტონიუ გუტერეშის რუსეთში ვიზიტს გმობენ და ჰააგის სასამართლოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ

უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციები, „უკრაინა, დილის ხუთი საათი“ და  „სამოქალაქო თავისუფლების ცენტრი“ გმობენ გაერო-ს გენერალური მდივნის რუსეთში ვიზიტს და ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, რეაგირება მოახდინოს ანტონიუ გუტერეშის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულია დაკავების ორდერი, ამიტომ ასეთი შეხვედრა „ძირს უთხრის ჰააგის სასამართლოს ავტორიტეტსა და იმ ღირებულებებს, რომლებზეც გაერო დგას“.

ეს ნაბიჯი გამოიყურება, როგორც საერთაშორისო მართლმსაჯულების იგნორირება და ეჭვქვეშ აყენებს გაერო-ს ნეიტრალიტეტს კონფლიქტში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები