დრონებით შეტევა კიევზე - დაშავებულია 6 ადამიანი
კიევზე დრონებით შეტევა იყო - დაშავებულია 6 ადამიანი.
კიევის სოლომენსკის რაიონში რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია საცხოვრებელ კორპუსსა და სავაჭრო ცენტრში. დაზიანდა გაზსადენი.
პირველი ცნობა, რომ რუსული დრონებით მორიგი თავდასხმის გამო საჰაერო თავდაცვის სისტემაა ამოქმედებული, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალური ქსელებით ადგილობრივი დროით ღამის ორი საათის შემდეგ გაავრცელა.