დრონებით იერიში პუტინის სახელობის სპეცრაზმის უნივერსიტეტზე

ჩეჩნეთში მდებარე ვლადიმირ პუტინის სახელობის სპეცრაზმის უნივერსიტეტზე (РУС) უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ავრცელებს.
ამ ეტაპზე უცნობია ვინ მიიტანა იერიში სპეცრაზმის შენობაზე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და დაზვერვის სამსახურს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ომის დაწყებიდან დღემდე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინული დრონი არ შეფრენილა.
რუსული სპეცნაზის უნივერსიტეტი გუდერმასში 2013 წელს გაიხსნა. 2024 წელს უნივერსიტეს ვლადიმირ პუტინის სახელი მიენიჭა.