Politico: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

30.10.24 10:44
Politico: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბელარუსში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გავლენიანი გამოცემის ცნობით, პიტერ სიიარტოსთან ერთად მინსკის კონფერენციაში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბასამ ალ-საბაღიც მიიღებენ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით 31 ოქტომბერს გამოვა. 

მსგავსი სიახლეები