კიევზე დრონებით შეტევა იყო - დაშავებულებს შორის 11 წლის ბავშვია
კიევზე დრონებით შეტევა იყო - დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოსა და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების შედეგად სოლომენსკის რაიონში 9 სართულიანი შენობის მე-2 და მე-3 სართულებზე და 6 სართულიან ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.