რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 12 წლის ბიჭი
30 ოქტომბერს რუსულმა ჯარებმა ხარკოვის სალტოვსკის რაიონში ბომბი ჩამოაგდეს. დაზიანდა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ორი სართული მთლიანად დაინგრა.
31 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, დაშავდა 34 ადამიანი. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი. ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედრის ფრაგმენტები იპოვეს, მისი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.
ავიაიერიშის შედეგად ჩამონგრეული სახლის ადგილზე სამუშაოები გრძელდება.