მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება - მაია სანდუ

31.10.24 20:54
მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება - მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა.

“საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში“- წერს სანდუ.

მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში, რაც ბოლო რეფერენდუმში ჩვენი ხალხის ნებას ასახავს.

გამარჯვება ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებმაც მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დამყარებული მომავალი აირჩიეს”, - წერს სანდუ X-ზე.

მსგავსი სიახლეები