წყალდიდობა ესპანეთში - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა

01.11.24 10:50
წყალდიდობა ესპანეთში - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა

წყალდიდობა ესპანეთში - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. მინიმუმ 155 ადამიანი დაიღუპა ვალენსიის ავტონომიურ თემში, კიდევ ორი კასტილა-ლა მანჩაში და ერთი ანდალუსიაში. ათასობით ადამიანი სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. სტიქიის ეპიცენტრშუ სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად და მაშველთა დასახმარებლად, მთავრობამ დაზარალებულ რეგიონში ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეტში წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. სამშაბათს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში რვა საათის განმავლობაში ერთი წლის ოდენობის ნალექი  მოვიდა.

მსგავსი სიახლეები