რუსეთი უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება

01.11.24 12:01
რუსეთი უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 1 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში ზოგიერთ რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაანადგურეს 83 უკრაინული დრონი, მათგან 36 - კურსკის ოლქში, 20 - ბრიანსკში, 12 - ყირიმში, 8 - ვორონეჟის ოლქში, 4 - ორიოლში და 3 - ბელგოროდის ოლქში.

 

მსგავსი სიახლეები