ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა
BBC-ის ინფორმაციით, ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტეგრირებულ ოპერატიულ საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, 202 ადამიანი ვალენსიის რეგიონში დაიღუპა, ორი - კასტილა ლა მანჩას რეგიონში, ერთი კი - ანდალუსიაში.
გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.