ერთი გარდაცვლილი პოლიციელი და 46 დაშავებული - რუსებმა ხარკოვში პოლიციის შენობა დაბომბეს
ერთი გარდაცვლილი პოლიციელი და 46 დაშავებული - რუსებმა ხარკოვში პოლიციელების დისლოკაციის ადგილს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელზე, ივან ვიგოვსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, რუსულმა ძალებმა ორი რაკეტა გუშინ საღამოს გაუშვეს.
დღეს დილით ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა.