წყალდიდობისგან დაზარალებულ ვალენსიაში 10000 ჯარისკაცსა და პოლიციელს გააგზავნიან
ესპანეთის პრემიერმინისტრი ბრძანებით, ვალენსიაში, სადაც სტიქიას ებრძვიან, დამატებით 5000 სამხედროსა და 5000 პოლიციელს გააგზავნიან.
ბოლო მონაცემებით, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა თავად ვალენსიაში და მიმდებარე რაიონებში. ამასთან, მოსალოდნელია წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვის გაზრდა.
ორშაბათს დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც ჩაინგრა ხიდები და ქალაქები ტალახით დაიფარა, ხოლო დასახლებული პუნქტები წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ვალენსიის რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკვე ჩართულია 1700 ჯარისკაცი.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლება აკრიტიკებს იმის გამო, რომ სწრაფი რეაგირება არ ჰქონიათ და არც წყალდიდობაზე ყოფილა რაიმე გაფრთხილება.