მოლდოვაში დღეს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება
მოლდოვაში დღეს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ამჟამინდელი პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო უპირისპირდებიან. სტოიანოგლოს მხარს სოციალისტური პარტია უჭერს, რომელსაც პრორუსი ექს-პრეზიდენტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,45% მიიღო, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ - 25,98%.