ოკუპანტებმა კიევს და დიდ ქალაქებს დრონებით შეუტიეს

03.11.24 14:29
ოკუპანტებმა კიევს და დიდ ქალაქებს დრონებით შეუტიეს

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს. ოკუპანტებმა კიევს და დიდ ქალაქებს დრონებით შეუტიეს. დაფიქსირდა X- 59 ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტის გამოყენებაც. ის რუსებმა კურსკიდან ისროლეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რაკეტაც და  დრონებიც. საუბარია 66 უპილოტო საფრენ აპარატზე.

მხოლოდ კიევის ოლქსზე  პუტინის ჯარის იერიში  8 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დაზიანდა კერძო სახლები, კორპუსები და ელექტროგადამცემი ხაზები. დენის გარეშე ღამით  1900 აბონენტი იყო დარჩენილი.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაჭრილის შესახებ. ის 82 წლის ქალია, რომელიც დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის დროს დაშავდა და საავადყოფოშია მოთავსებული.

მსგავსი სიახლეები