ანალენა ბარბოკი უკრაინაში ჩავიდა

04.11.24 14:38
ანალენა ბარბოკი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბარბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინელებს მანამ, სანამ დასჭირდებათ.

თითქმის ათასი დღეა, პუტინის ომი არყევს უკრაინელების ყოველდღიურ ცხოვრებას - მაგრამ არა მათ გამბედაობას და თავისუფალ უკრაინაში უსაფრთხო ცხოვრების იმედს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ სისასტიკეს ჩვენი ჰუმანურობითა და მხარდაჭერით, რათა უკრაინელებმა არა მხოლოდ ზამთარს გაუძლონ, არამედ გადარჩეს ქვეყანა, რადგან ისინი ასევე იცავენ ყველა ჩვენგანის თავისუფლებას ევროპაში“,- განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ანალენა ბერბოკი უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, მერვედ ჩავიდა.