მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია - სანდუმ ხმათა 55.33% მიიღო
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია. ადგილობრივი ცესკოს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო. მაია სანდუს მხარი 929 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. რაც შეეხება მის კონკურენტს,ალექსანდ სტოიანგლომ ხმების 44,67% (750 644 ხმა) მიიღო.
„მოლდოვა, დღეს გამარჯვებული ხარ. ერთად ჩვენ ვაჩვენეთ ძალა ჩვენი ერთობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის ერთგულების.
მადლობა, მოლდოველებო, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. ვიაროთ სიამაყით – თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და მოთმინება. ამაყი ვარ, გემსახუროთ“, – დაწერა მაია სანდუმ.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის შესახებ ისაუბრა სანდუს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიეუმ. მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესის საბოტაჟს, ხორციელდებოდა კიბერთავდასხმებიც.
მაია სანდუს გამარჯვება მსოფლიო ლიდერებმა უკვე მიულოცეს. მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმაც.
„შენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა”. – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ ჩატარდა, ხოლო პირველი ტური და რეფერენდუმი 20 ოქტომბერს. რეფერენდუმის შეკითხვის არსი შემდეგი იყო: უჭერენ თუ არა მხარს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა. დადებითი პასუხი მოლდოველთა 50%-ზე მეტმა გასცა.