აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია
აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისია, „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში.
CNN-ის ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ ნიუ-ჰემფშირის შტატის დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს
დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში ცხადდება, მაგრამ წლევანდელი დაძაბული კონკურენციის პირობებში, შეიძლება, მეტი ლოდინი გახდეს საჭირო.
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი.
თუ პრეზიდენტად რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აირჩევენ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი.