ჰარისისა და ტრამპის ბოლო წინასაარჩევნო მიმართვები ამომრჩევლებს
კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის ბოლო წინასაარჩევნო მიმართვები ამომრჩევლებს - კანდიდატმა თავისი კამპანია მერყევ შტატებში დაასრულეს. ე.წ. მერყევ შტატებად მიიჩნევა ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინის, მიჩიგანის, ვისკონსინის, არიზონას, ნევადასა და პენსილვანიას.
სწორედ პენსილვანიაში ჰქონდა ბოლო წინასაარჩევნო მიმართვა კამალა ჰარისს:
"ნება მომეცით ყველას შევახსენო, რომ თქვენი ხმა არის თქვენი ძალა. ამიტომ, ბოლოჯერ გეკითხებით: მზად ხართ თუ არა, რომ თქვენი ხმა ყველამ გაიგონოს? გვჯერა თუ არა თავისუფლების? გვჯერა თუ არა შესაძლებლობების? გვჯერა თუ არა ამერიკის? მზად ვართ თუ არა, რომ ამისთვის ვიბრძოლოთ? როდესაც ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ!" - მიმართა დემოკრატმა კანდიდატმა მხარდამჭერებს.
"რესპუბლიკელმა" დონალდ ტრამპმა კი საარჩევნო კამპანია ჩრდილოეთ კაროლინაში დაასრულა:
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხვალიდან გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ. ეს არის ის, რომ ამერიკა ისევ დიადი გავხადოთ. ჩვენ ახლა ვლიდერობთ ყველა მერყევ შტატში და ახლა მხოლოდ ამის გაფორმება გვჭირდება. ისინი ჩვენ ამაში ხელს ვერ შეგვიშლიან." -განაცხადა ტრამპმა.
ამერიკა დღეს ახალ, 47-ე პრეზიდენტს აირჩევს. საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში.
CNN-ის ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ ნიუ-ჰემფშირის შტატის დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში ცხადდება, მაგრამ წლევანდელი დაძაბული კონკურენციის პირობებში, შეიძლება, მეტი ლოდინი გახდეს საჭირო.
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.