მე არ დავიწყებ ომს, მე ომებს შევაჩერებ - ტრამპი

06.11.24 14:01
მე არ დავიწყებ ომს, მე ომებს შევაჩერებ - ტრამპი

მე არ დავიწყებ ომს, მე ომებს შევაჩერებ, - ამ სიტყვებით მიმართა მხარდამჭერებს დონალდ ტრამპმა, რომელიც ბოლო ინფორმაციით, კოლეგიის 277 ხმა უკვე მიიღო და შესაბამისად, არჩევნებში გაიმარჯვა. ტრამპი პირობას დებს, რომ ამერიკის მომავალი უფრო დიდი, გაბედული, მდიდარი და  უსაფრთხო იქნება. 

მე არ დავიწყებ ომს, მე ომებს შევაჩერებ. ჩვენ დავიბრუნეთ კონტროლი სენატზე. ასევე როგორც ჩანს. ჩვენ შევინარჩუნებთ კონტროლს წარმომადგენელთა პალატაშიც. ყველაფერი უნდა დავიწყოთ ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებით, ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე, თუნდაც გარკვეული დროით, უნდა მოვაწესრიგოთ ის. იმედს არ გაგიცრუებთ. ამერიკის მომავალი იქნება უფრო დიდი, უკეთესი, გაბედული, მდიდარი, უსაფრთხო და ძლიერი, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა, - განაცხადა ტრამპმა. 

მსგავსი სიახლეები