"ეს უზარმაზარი გამარჯვებაა" - ნეთანიაჰუ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს
ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს.
გილოცავთ უდიდეს ისტორიულ დაბრუნებას!
თეთრ სახლში თქვენი დაბრუნება ამერიკას სთავაზობს ახალ დასაწყისსა და ისრაელსა და აშშ-ს შორის დიდი ალიანსის ძლიერ განახლებას.
ეს უზარმაზარი გამარჯვებაა! - წერს X-ზე ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი ლიდერი დონალდ ტრამპი ლიდერობს. მან კოლეგიის 277 ხმა უკვე მიიღო.