"მოუთმენლად ველი მასთან ერთად მუშაობას" - რუტე ტრამპს გამარჯვებას ულოცავს

NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც რუტე პლატფორმა X-ზე წერს, ტრამპის ხელმძღვანელობა ნატოს სიძლიერის შენარჩუნების საკვანძო ნაწილი იქნება.
ახლახან დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მივულოცე. მისი ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების საკვანძო ნაწილი. მოუთმენლად ველი მასთან ერთად კიდევ მუშაობას, რათა სიძლიერისა და NATO-ს მეშვეობით მშვიდობას ხელი შევუწყოთ", - დაწერა რუტემ X-ზე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი ლიდერი დონალდ ტრამპი ლიდერობს. მან კოლეგიის 277 ხმა უკვე მიიღო.