ჰარისმა ტრამპს დაურეკა - ცნობილია საუბრის შინაარსი
დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა - ამის შესახებ ახალი ამბების ამერიკული სააგენტო, "Associated Press" იუწყება.
გამოცემის ცნობით, მხარეებმა ხელისუფლების გადაბარების შეფერხებულ პროცესზე ისაუბრეს.
"ჰარისმა ტრამპთან განიხილა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობა" - იუწყება FOXNEWS ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
ამასთან, ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოგვიანებით კამალა ჰარისი ჰოვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.
ცნობისთვის, წინასარი მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.