უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა კასპიის ზღვაში რუსეთის ბაზას პირველად დაარტყეს

უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა კასპიის ზღვაში რუსეთის ბაზას პირველად დაარტყეს.
შემთხვევის ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ დაღესტანში, კასპიის პორტზე, სულ მცირე, ოთხი დრონი ჩამოვარდა.
საჰაერო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ აიღო. მათივე განცხადებით ძალებმა იერიში პორტში არსებულ სამ რუსულ ხომალდზე მიიტანეს.
Baza წერს, რომ დრონებით განხორციელებული შეტევის გამო მაჰაჩყალის აეროპორტში სამი რეისის გაფრენა შეაჩერეს.