ოკუპანტებმა ხარკოვს 500 კგ-იანი ბომბები დაუშინეს - არიან დაშავებულები

08.11.24 10:11
ოკუპანტებმა ხარკოვს 500 კგ-იანი ბომბები დაუშინეს - არიან დაშავებულები

ოკუპანტებმა ხარკოვს 500 კგ-იანი ავიაბომბები დაუშინეს. იერიში ქალაქზე ღამის 3:30 საათზე იქნა მიტანილი. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დაშავებულია 25 ადამიანი, აქედან 5 ჰოსპტალიზებულია. მისივე ცნობით, ევაკუირებულია 30 ადამიანი, აქედან 4 ბავშვია.

სალტოვკის რაიონში დაბომბვის შედეგად მრავალსართულიანი სახლი ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებს ამ დრომდე წმინდავენ. დაზიანებულია ასევე ავტომობილები.

ცენტრში მტერმა ისტორიულ შენობებს დაარტყა. დაზიანდა საზოგადოებრივი ადგილები და საცხოვრებელი შენობები. ბომბი ასევესაცხოვრებელ უბანთან, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩავარდა. დაზიანდა სულ მცირე 6 მრავალსართულიანი შენობა, მაღაზიები, სავაჭრო პავილიონები, მანქანები და მეტროსადგურის გასასვლელები. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა, - წერს სინეგუბოვი.