დონალდ ტრამპი პუტინთან საუბარს არ გამორიცხავს

08.11.24 10:39
დონალდ ტრამპი პუტინთან საუბარს არ გამორიცხავს

ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.

ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, ვისაუბრებთ, - აღნიშნა ტრამპმა.

 შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომს დაასრულებდა. 

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, მან დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის მიუხედავად, პუტინი ტრამპთან დარეკვას არ გეგმავს, რადგან მისი თქმით, „რაღაც ეტაპიდან“ დასავლელმა ლიდერებმა თავად გაწყვიტეს კონტაქტები". 

კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინი ტრამპთან დისკუსიებისთვის, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მას ინაუგურაციამდე დაურეკავს და შეხვედრას შესთავაზებს, პუტინმა თანხმობით უპასუხა. 

მსგავსი სიახლეები