ჩვენ გვჭირდება იარაღი, პუტინის გულში ჩაკვრა არ გვშველის -ზელენსკი

08.11.24 11:26
ჩვენ გვჭირდება იარაღი, პუტინის გულში ჩაკვრა არ გვშველის -ზელენსკი

მჯერა, რომ ტრამპს სურს უკრაინის ომთან დაკავშირებით სწრაფი გადაწყვეტილების მიღება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მაშინ, როდესაც პარტნიორები ეუბნებიან, რომ ჯერ უნდა შეწყვიტონ ომი და ამის შემდეგ იქნება რაიმე ტიპის ცვლილება, ეს მათთვის სულაც არ არის საიმედო, რადგან მისი განცხადებით, უსაფრთხოების არ არსებობის პირობებში ეს ყველაფერი უკრაინის შემდგომ ოკუპაციას ნიშნავს.

სამიტზე, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე დასვა კითხვა, თუ რა ბედი ეწევა უკრაინის დაფინანსებას და ასევე შეეძლება თუ არა ათ 300 მილიარდი გაყინული რუსული აქტივების იარაღის შესაძენად გამოყენება. 

მე მჯერა, რომ ტრამპს სურს უკრაინის ომთან დაკავშირებით სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება მისი ქმედებები. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა გაძლიერდება.  ზოგიერთი პარტნიორისგან ძალიან საშიში რიტორიკაა: ჯერ ცეცხლის შეწყვეტა და მერე ვნახოთ, ეს შესანიშნავი მოდელია რუსეთისთვის. ცეცხლის შეწყვეტა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების შემდგომი გარანტიები არ არსებობს არის მზადება უკრაინის ოკუპაციის გაგრძელებისა და ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განადგურებისთვის.  არსებობს 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივები. ყველა კითხულობს: "რას გააკეთებთ, თუ ტრამპი მხარს არ დაგიჭერთ ფინანსურად? შეგვიძლია ავიღოთ გაყინული აქტივები 300 მილიარდი, რაც გვეკუთვნის და ამ ფულით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იარაღი ვიყიდოთ? შეგვიძლია ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ რა ვუყოთ ამ ფულს?", - განაცხადა ზელენსკიმ. 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე და თქვა, რომ ომში მყოფ ქვეყანას ახლა იარაღი სჭირდება. 

პუტინის გულში ჩაკვრა არ გვიშველის - ამბობს ზელენსკი.

ჩვენ თავს ვიცავთ არა რუსული სიტყვებისგან, არამედ რუსული თავდასხმებისგან. ამიტომ გვჭირდება იარაღის საკმარისი რაოდენობა და არა მხარდაჭერა მოლაპარაკებებში. პუტინის გულში ჩაკვრა არ გვიშველის.

ნება მომეცით ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს ომი უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს. უკრაინა მადლობელი ყველა პარტნიორის მხარდაჭერით, ღია ვართ კონსტრუქციული იდეებისთვის სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.