აშშ-ში დიდი გადაბარების პროცესი დაიწყო - ვინ იქნება ტრამპის გუნდში და რა ბედი ელის უკრაინას?

08.11.24 20:38
აშშ-ში დიდი გადაბარების პროცესი დაიწყო - ვინ იქნება ტრამპის გუნდში და რა ბედი ელის უკრაინას?

 

ამერიკაში დიდი გადაბარების პროცესი დაწყებულია. ჯო ბაიდენს ორი თვე აქვს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მართვის სადავეები გადააბაროს. ვინ იქნება ახალ გუნდში? თეთრ სახლის აპარატს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს - სიუზან ვაილსი, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1980 წელს ის ჩართული იყო რონალდ რეიგანის კამპანიაში, ახლა კი ტრამპის ყველაზე საიმედო ფიგურაა. 

ტრამპის გუნდში ახლა პოზიციებს ანაწილებენ. ამერიკული მედია რამდენიმე კანდიდატს ასახელებს. სახელმწიფო მდივნად ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო განიხილება, მას ადმინისტრაციაში თანამდებობის დაკავება არ გამოურიცხავს. ტრამპის ახალ კაბინეტში მოიაზრებიან ბენ კარსონი და რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი, რომელიც შეთქმულების თეორიების გულშემატკივრად ითვლება.

ტრამპის ადმინისტრაციაში ელიან მაიკ პომპეოს დაბრუნებასაც, სახემწიფო მდივნის, რომელიც პირველად "ოცნების" პრემიერს რუსული გავლენების და ანაკლიის პორტის შესახებ აფრთხილებდა.

ვინ იქნება ტრამპის გუნდში, განსაზღვრას ახალი პრეზიდენტის პოლიტიკასაც. მთავარი კითხვაა, რა ბედი ელის უკრაინის ომს, რომლის დასრულებასაც ტრამპი ამერიკელებს ჰპირდებოდა?! პუტინი მზადაა, ტრამპს ელაპარაკოს, არც ტრამპია უარზე.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები