ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა - მედია

08.11.24 22:25
ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა - მედია

გამოცემა Axios ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 6 ნოემბერს ვოლოდიმერ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა.

გამოცემის ცნობით, ილონ მასკმა უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით ომში ჩართული ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს.