აშშ-ში დააკავეს პაკისტანის მოქალაქე, რომელიც ტრამპის მკვლელობას გეგმავდა - მედია

08.11.24 23:01
აშშ-ში დააკავეს პაკისტანის მოქალაქე, რომელიც ტრამპის მკვლელობას გეგმავდა - მედია

ამერიკის შეერთებულ შტატებში პაკისტანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ირანთან თანამშრომლობა და ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა. 

როგორც ახალი ამბების ამერიკული სააგენტო, Associated Press იუწყება, პაკისტანის მოქალაქე ნიუ-იორკში ივნისში ჩავიდა, რათა მკვლელობის ორგანიზატორებს შეხვედროდა. მეტიც, უცხოური მედიის ცნობით, დაკავებულმა ორ სავარაუდო მკვლელს 5 ათასი დოლარი ავანსის სახით გადაუხადა.