CNN: ''ჰამასის'' ოფიციალურ პირებს კატარმა ქვეყნის დატოვება უბრძანა

09.11.24 12:25
CNN: ''ჰამასის'' ოფიციალურ პირებს  კატარმა ქვეყნის დატოვება უბრძანა

კატარმა დოჰაში მყოფ ''ჰამასის“ ოფიციალურ  პირებს ქვეყნის დატოვება უბრძანა - ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  აღნიშნული გადაწყვეტილება  კატარმა აშშ-ის თხოვნის შემდეგ მიიღო. 

''ჰამასი'' ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელმაც ამერიკელები მოკლა და მათ მძევლად აყვანას აგრძელებს. მძევლების გათავისუფლების შესახებ განმეორებითი შეთავაზებების უარყოფის შემდეგ, მისი ლიდერები ამერიკის ნებისმიერი პარტნიორის სასურველი სტუმრები აღარ უნდა იყვნენ“, - განაცხადა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა.