ბრალდებები, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების უკან თეირანი იდგა, უსაფუძვლოა - ირანის საგარეო

09.11.24 13:54
ბრალდებები, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების უკან თეირანი იდგა, უსაფუძვლოა - ირანის საგარეო

ბრალდებები, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების უკან თეირანი იდგა, სრულიად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომელსაც სააგენტო ''ფრანს-პრესი'' ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომ ირანი აშშ-ის ყოფილი ან ამჟამინდელი ოფიციალური პირების მკვლელობის მცდელობაშია გარეული“, - განაცხადა ესმაილ ბაღაისმა.

ცნობისთვის, გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში პაკისტანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ირანის რეჟიმის ბრალდებით, ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა. 

 გამოძიების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შაქერის დაავალა აშშ-ში ირანული რეჟიმის კრიტიკოსებისთვის ეთვალთვალა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ლიკვიდაცია მოეხდინა.

მსგავსი სიახლეები