მოსკოვს ათობით დრონით შეუტიეს
მოსკოვს ათობით დრონით შეუტიეს. რუსეთის დედაქალაქის მერი სერგეი სოაბიანი ტელეგრამ არხზე წერს, რომ დილის 8 საათზე რამენსკის რაიონში ორი დრონი ჩამოგდეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ. მოგვიანებით მან ასევე 10 დრონის განადგურების შესახებ დაწერა.
თავად რუსეთის მოქალაქეები სოცქსელში დრონებით იერიშების კადრებს ავრცელებენ, თუმცა რუსი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, თითქოს იერიშებს ნგრევა არ მოჰყოლია და არც ვინმე დაშავებულა.
ASTRA-ს ცნობით, დილის 9 საათის მდგომარეობით, უპიტლოს საფრეინ აპარატების რაოდენობა, რომლებიც მოსკოვისკენ მიფირნავდნენ, 32-ს შეადგენდა. რამდენიმე დასახლებულ პუნქტშის ახლებს ცეცხლი გაუჩნდათ.