პარიზში მაკრონის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

07.12.24 21:12
პარიზში მაკრონის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

მსოფლიო “ცოტა შეიშალა” - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა, განახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიამდე ელისეს სასახლეში განაცხადა. 

  • პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.

“მე მგონი, სამყარო ცოტა შეიშალა ახლა და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ,” თქვა ტრამპმა, რომელმაც შეაქო მაკრონთან თავისი „დიდებული ურთიერთობა“.