ბორის ჯონსონი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.
ფაქტობრივად არაფერი მიგრძვნია. ძალიან კარგი იყო და სწრაფი პროცესი, - თქვა ჯონსონმა აცრის შემდეგ და ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
ბრიტანული მედიის ცნობით, 56 წლის ჯონსონმა ვაქცინაცია იმ საავადმყოფოში ჩაიტარა, სადაც დაახლოებით 1 წლის წინ კორონავირუსის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
ჯონსონი იმ 26 მილიონ ადამიანშია, რომელმაც დიდ ბრიტანეთში AstraZeneca-ს პირველი დოზა უკვე მიიღო.