გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა - Reuters-ი გერმანულ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
მაგდებურგში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ჩავა.
ცნობისთვის, გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე, მანქანა ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.