მედია: უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონი ჩამოაგდო

28.12.24 12:33
 მედია: უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონი ჩამოაგდო

 28 დეკემბერს უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 15 დრონი ჩამოაგდეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 15 დრონი მიკოლაივის ოლქში ჩამოაგდეს, ხოლო ერთი დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, მსხვერპლი არ ყოფილა.