პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა
პეტერბურგის "პულკოვოს" აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა - ამის შესახებ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო იტყობინება.
„როსავიაციას" შეზღუდვების დაწესების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა სავარაუდოა, რომ ის უკრაინულ დრონებს უკავშირდება.
„სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს, მოსკოვის დროით 07:45 საათიდან სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის მუშაობაზე დროებითი შეზღუდვებია დაწესებული." - ნათქვამია ინფორმაციაში.