კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო გადადგა
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
ტრუდომ ლიბერალური პარტიის პრეზიდენტს უკვე მიმართა თხოვნით დაიწყოს ახალი ლიდერის ძებნის პროცესი. ტრუდო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება მანამ, სანამ პარტია ახალ ლიდერს შეარჩევს.
ცნობისთვის, ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა, ხოლო 2013 წლიდან იგი ''ლიბერალური პარტიის'' ლიდერი იყო.