რუსულმა ძალებმა ხერსონზე საჰაერო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
დღეს, 6 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის სამხრეთით საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი.
reuters-ის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაზიანდა ავტობუსი, სადაც მგზავრები ისხდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად აცხადებს დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.