მედია: უკრაინელმა სამხედროებმა 64 რუსული დრონიდან 41 ჩამოაგდეს, 22-მა მიზანს ვერ მიაღწია

08.01.25 12:23
მედია: უკრაინელმა სამხედროებმა 64 რუსული დრონიდან 41 ჩამოაგდეს, 22-მა მიზანს ვერ მიაღწია

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 64 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 41 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 22 გაუჩინარდა, მათგან 3 რუსეთის და 1 ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.