იტალიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კროზეტო კიევში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
ცნობისთვის, დღეს კიევში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც ჩავიდა, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.