მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მიღწეულია - ნეთანიაჰუ

17.01.25 10:04
მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მიღწეულია - ნეთანიაჰუ

CNN-ის ინფორმაციით, ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ "ჰამასთან" შეთანხმების მიღწევას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს.

გამოცემის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტს დაავალა, დღეს შეიკრიბოს, რის შემდეგაც შეთანხმების დასამტკიცებლად მთავრობა შეიკრიბება.

ისრაელის სახელმწიფო მოწოდებულია, მიაღწიოს ომის ყველა მიზანს, მათ შორის ჩვენი მძევლების დაბრუნებას - როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილების“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.

შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია შუამავალმა ქვეყნებმა: კატარმა, შეერთებულმა შტატებმა და ეგვიპტემ ოთხშაბათს გაავრცელეს. დოკუმენტი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და იქ მყოფი მძევლებისა და ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს.