დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიაში წირვას დაესწრო

20.01.25 19:33
დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიაში წირვას დაესწრო

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ტრადიციას აგრძელებს - ინაუგურაციის დღეს ტრამპი ოჯახთან ერთად ვაშინგტონში, წმინდა იოანეს ეკლესიაში მივიდა და წირვას დაესწრო.

დონალდ ტრამპთან ერთად ეკლესიაში მომავალი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მეუღლესთან ერთად, ასევე კომპანია "მეტას" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იმყოფებოდნენ. 

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით დღეს, 20 იანვარს, 21:00 საათზე დაიწყება. დონალდ ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს.

მოსალოდნელია, რომ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ასევე დაესწრებიან ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა და ჯო ბაიდენი. 

ინაუგურაციას ასევე დაესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კაპიტოლიუმში უკვე მივიდა

მსგავსი სიახლეები