რას ელის ვიქტორ ორბანი ამერიკის ახალი პრეზიდენტისგან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს ამერიკის რიგით 47-ე პრეზიდენტობას ულოცავს.
"ტრამპის პრეზიდენტობისგან ჩვენ ველით მშვიდობას, სიმშვიდეს და ეკონომიკურ კეთილდღეობას. მსოფლიო შეიცვლება და ეს კარგი იქნება უნგრელებისთვის." - აცხადებს ორბანი.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქელში წერს: "ახლა ჩვენი ჯერია, გავბრწყინდეთ! ჩვენი ჯერია დავიკავოთ ბრიუსელი!"
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.
ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.