"აშშ კონტროლს აიღებს ღაზას სექტორზე... ჩვენ მას დავეუფლებით" - ტრამპი
"აშშ კონტროლს აიღებს ღაზას სექტორზე... ჩვენ მას დავეუფლებით" - ამის შესახებ მან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ტრამპმა თქვა, რომ სურს იხილოს ისეთი შეთანხმება, რომელიც ადამიანებს შეაძლებინებს "სამუდამოდ დასახლდნენ ლამაზ სახლებში, სადაც ისინი ბედნიერი იქნებიან და არ ესვრიან და არ დახოცავენ“.
ამასთან ერთად, ამერიკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ღაზას სექტორში ამერიკელი ჯარისკაცებიც გაგზავნოს, რათა "რეგიონში უსაფრთხოების ვაკუუმი შეავსოს".
"აშშ კონტროლს აიღებს ღაზას სექტორზე... ჩვენ მას დავეუფლებით და ვიქნებით აუფეთქებელი ნაღმებისა და სხვა საშიში იარაღის გაუნებელყოფაზე პასუხისმგებელნი, თავიდან მოვიშორებთ განადგურებულ შენობებს... ჩემი წარმოდგენით, ეს ახლო აღმოსავლეთის ამ ნაწილს და შეიძლება მთლიან რეგიონსაც, დიდ სტაბილურობას მოუტანს. ყველას, ვისაც ვესაუბრე, ძალიან მოსწონს იდეა, რომ აშშ უნდა ფლობდეს მიწის ამ ნაწილს, რომელსაც განავითარებს და შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს" - თქვა ტრამპმა ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე", - აღნიშნა ტრამპმა.